აგვისტოს ომის შემდეგ გორის ბიუჯეტიდან 124 130 ლარად სამი მანქანა შეიძინეს

   2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ 2012 წლამდე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ ძვირადღირებული ავტომანქანების შესაძენად კოლოსალური თანხები დახარჯა. კერძოდ გორის ბიუჯეტიდან სამი ავტომობილის შეძენისათვის 124 130 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს.
ამავე საინფორმაციო საშუალების მოძიებული მასალებით ირკვევა, რომ შეძენილი მანქანების უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
კერძოდ, გორის ბიუჯეტიდან შეძენილი და შსს-სთვის გადაცემული მანქანები:
2009 წლის დასაწყისში 47 090 ლარად ,,ლექსუსი” (GQG – 470) ინდმეწარმე ლაშა აბაშიშვილისგან შეისყიდეს.
2009 წელს 46 900 ლარად ავტომანქანა ,,BMW X5″ (WUV-919) ინდმეწარმე ,,თეიმურაზ იობაშვილისგან” შეიძინეს.
2009 წელს ავტომანქანა 27 700 ლარად ,,მიცუბიში მონტერო” (WUV-877) ინდმეწარმე ,,თ. ნიკოლაძე-ნინისგან” შეიძინეს.
2009 წელს 47 800 ლარად ავტომანქანა ,,ლექსუს X470 (ICI-302) ინდმეწარმე ნანული ფაქიზიშვილისგან შეიძინეს.
2008 წელი – 48 000 ლარად ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (RNR-522) შეიძინეს, უცნობია გამყიდველია.
2010 წელს 49 900 ლარად ავტომანქანა ,,ლენდ როვერ რენჯი” (GQG-060) ინდმეწარმე ნიკოლოზ ტალახაძისგან შეისყიდეს.
2010 წელს 46 575 ლარად ავტომანქანა ,,ტოიოტა პრადო” (QBO-737) შპს ,,ზაჰესი-2007″-სგან შეიძინეს.
2010 წელს 46 000 ლარად ავტომანქანა ,,ლექსუს X470 (GQG-909) ინდმეწარმე გიორგი გოგლიძესგან შეიძინეს.
2011 წლის სექტემბერს 108 ათას ლარად 2011 წლის გამოშვება ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი”
გორის ბიუჯეტიდან გამგეობისთვის და საკრებულოსთვის შეძენილი მანქანები:
2008 წლის 26 სექტემბერს 45 500 ლარად ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (QTQ-744) შეიძინეს.
2008 წლის 20 ოქტომბერს 30 630 ლარად ,,ჰიუნდაი ტუქსონი (WTW-544) შეიძინეს.
2011 წლის 28 იანვარს 28 200 ლარად ,,მერსედეს-ბენცი ML 350″ შეიძინა.
2011 წლის თებერვალში 34 450 ლარად ,,TOYOTA CAMRY” (FIF-O50) შეიძინეს.
2011 წლის 27 მაისს 35 300 ლარად ,,ტოიოტა ქამრი” (YSY-945) შეიძინეს.
2011 წლის 23 დეკემბერს 29 700 ლარად LEXUX RX-330 (EFE-797) შეიძინეს.
2012 წლის 31 იანვარს 24 000 ლარად ავტომანქანა ,,მერსედესი” (ESE-200) შეიძინეს.
2012 წლის 1 თებერვალს 13 500 ლარად ,,ლენდ-როვერ” (ESF – 038) შეიძინეს.
2012 წლის 31 მაისს 49 000 ლარად ,,ტოიოტა ჰაილუქსი” შეიძინეს.
იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული მანქანები შეიძინეს, გორის თვითმმართველობას ზვიად ხმალაძე მმართველობდა. ის 2012 წლის 21 დეკემბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები