გიორგი თარგამაძემ ქდმ-ს თავმჯდომარის პოსტი დატოვა

  გიორგი თარგამაძემ ქრისტიან დემოკრატიულო მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ის აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას წყვეტს. თარგამაძის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება გასული წლის შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. თარგამაძე საზოგადოებრივი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.
“კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქდმ-ს ყველა წევრსა და მხარდამჭერს და დავარწმუნო, რომ საზოგადოებრივ საქმიანობას კვლავ აქტიურად გავაგრძელებ, ცხოვრება ბევრ ალტერნატივას გვთავაზობს და ასევე ბევრია ისეთი სფერო, სადაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება ჩემთვისაც უფრო საინტერესო და სასიამოვნო იქნება და ქვეყნისა და საზოგადოებისთვისაც გამოსადეგი. შესაბამისად სადაც არ უნდა ვიყო, მთავარი ქრისტიანდემოკრატიული ღირებულებები: ქვეყნის თავისუფლება, სამართლიანობა და ადამიანის თანადგომა ჩემი საქმიანობის და მოქმედების მთავარი განმსაზღვრელი პრინციპები იქნება,” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები