გურჯაანის მუნიციპალიტეტს აუდიტის სამსახური ამოწმებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს. როგორც „კვირას“ სახელმწიფო აუდიტში განუცხადეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის რამდენიმეკაციანი ჯგუფი 1 ივნისს შევიდა.
აუდიტის სამსახური გამგეობის 2013-2014 წლების შესაბამისობის პერიოდის ფინანსური საქმიანობით დაინტერესდა.
შემოწმების შემდეგ, დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.