ტრაგედია ათენში – 3 წლის ქართველი ბავშვი მე-5 სართულიდან გადავარდა

შემზარავი ტრაგედია მოხდა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, 3 წლის ემიგრანტი, ნიკოლოზი მე-5 სართულიდან გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდა, თუმცა პატარა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ საბერძნეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში დედა და  კიდევ მისი ორი შვილი იყვნენ. ბავშვები სახლში თამაშობდნენ, რა დროსაც ნიკოლოზი აივანზე გავიდა და გადავარდა. შემთხვევა ათენში, გუშინ საღამოს მოხდა.

იზა შაქარაშვილი

11287223_10204378303077311_630538100_n

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები