ორჰან ფამუქის წიგნის „ნივთების უმანკოების“ – ილუსტრირებული ალბომის პრეზენტაცია გაიმართება

17 აპრილს, 19:00 საათზე თურქეთის საელჩოში, გამომცემლობა „დიოგენე“ და თურქეთის რესპუბლიკის საელჩო, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის ორჰან ფამუქის წიგნის „ნივთების უმანკოების“ (ილუსტრირებული ალბომის) პრეზენტაციას გამართავს.
წიგნი დიდი რუდუნებით შერჩეული ნახატებითა და ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული. „უმანკოების მუზეუმში“ გამოფენილი ნივთების საშუალებით ორჰან ფამუქი სტამბოლისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ თხრობას განაგრძობს.
წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, ხალხმრავალი ოჯახების ფოტოებზე, სახლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგარაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს, პარალელურად აგვიღწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში ამ საინტერესო მუზეუმს და მუზეუმის კატალოგადაც გვევლინება. „უმანკოების მუზეუმის“ მიხედვით შექმნილ ამ წიგნში ფამუქი ნივთების, ხედებისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უცნაური და ჩვეულებრივი დეტალების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები