ეკა ბესელია: “ნაციონალები” დღეს იგრძნობენ განსხვავებას წინა და ახალ ხელისუფლებას შორის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება. როგორც დეპუატატი აცხადებს, ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა, საქართველოში აღარ განმეორდება. მისივე თქმით, დღევანდელ ხელისუფლებასა და ყოფილ ხელისუფლებას შორის განსხვავებას, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ იგრძნობს.
„მთავარი განსხვავება, რასაც კიდევ ერთხელ იგრძნობს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის, რომ, მათ რუსთაველის გამზირზე გამოსვლის დროს, არ დახვდებიან ხელკეტებით და ტყვიებით შეიარაღებული პოლიციელები. არც ხელისუფლება, რომელიც მათ დაუშენს იარაღს ან გამოიყენებს ძალას, განსხვავებით მათი ხელისუფლებისგან. ასეთი რამ არასოდეს აღარ განმეორედება, რასაც ისინი სჩადიოდნენ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები