ბიძინა ივანიშვილი: ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს

ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს, – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. ივანიშვილის განმარტებით, მას არ სურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება.
“როცა სურვილი მაქვს, ვაკეთებ კომენტარს. რატომ ძალადობთ? – ვინც ძალადობდა, ისევ ისინი ძალადობენ. ისინი გამოდიან დღეს ქუჩაში, სადაც თავისუფლად გაივლიან. ეს არის ჩვენი დამსახურება. ძირითადი მოძალადეები აკეთებენ დემონსტრაციებს”, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
ბიძინა ივანიშვილი დღეს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულები დაჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები