დეპუტატს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

დეპუტატ გიორგი ოჩიაურს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, რომ ოჩიაურმა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ მიმართა. მან ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო.
ოჩიაურს პარლამენტში ლევან თარხნიშვილი შეცვლის.

Untitled-700x336

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები