ირაკლი ალასანია: აფხაზები და ოსები ხვდებიან, რომ ამ ოკუპაცია-ანექსიის შედეგად მიმდინარეობს მათი ასიმილაცია რუსეთთან

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამოკავშირეო ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას აფასებს. ალსანია აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა და ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს მუშაობა საგარეო კუთხით, რადგან საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იყოს მძაფრი და ადეკვატური.
„ფართოდ გავხსნათ ყველა შესაძლებლობა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი ორმხრივი ურთიერთობის. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ამ ოკუპაცია-ანექსიის შედეგად პრაქტიკულად მიმდინარეობს მათი ასიმილაცია რუსეთთან, ეს მათ ინტერესებში არ შედის, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არაფორმალური, თუ სახალხო დიპლომატიის გზით, რადგან ორმხრივი ურთიერთობები გავაღრმავოთ და დავანახოთ, რომ ევროპაში ჩვენთან ერთად მომავალი გაცილებით უფრო პერსპექტიულია, ვიდრე რუსეთი ოკუპაციის ქვეშ ყოფნა“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები