ზურაბ აბაშიძე: რუსეთი სერიოზულ ფასს იხდის ამგვარი უკანონო ნაბიჯებისათვის

რუსეთი სერიოზულ ფასს იხდის ამგვარი უკანონო ნაბიჯებისათვის, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს ეხმაურება. აბაშიძის თქმით, ვითარება შეიცვალა და დასავლეთი რუსეთის ქმედებების მიმართ მხოლოდ შეშფოთებას აღარ გამოხატავს.
„როდესაც რუსეთი ადრე დგამდა ასეთ დესტრუქციულ ნაბიჯებს, დასავლეთიდან მხოლოდ კრიტიკა და შეშფოთებები ისმოდა. ამჯერად ვითარება შეცვლილია. რუსეთი განიცდის ძალიან სერიოზულ წნეხს დასავლეთის მხრიდან ეკონომიკური სანქციების სახით და სწორედ ასეთი დესტრუქციული ნაბიჯების გამო ხდება ამ ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება. ასე, რომ რუსეთი სერიოზულ ფასს იხდის ამგვარი უკანონო ნაბიჯებისათვის“, – აცხადებს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები