"მოსალოდნელი იყო, რომ ბარაკ ობამა შეხვედრას დაესწრებოდა “

 „ისტორიას არ ახსოვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს თუნდაც სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნის, სამი თვის დანიშნულ პრემიერთან ჰქონოდეს შეხვედრა“ – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის რეაქციები იყო ძალიან პრინციპული, რომ აშშ-სთვის მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება საოკუპაციო ხაზებების გავლების მიზნით მავთულხლართებისა და ღობეების მშენებლობა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე პრემიერის თხოვნა იყო, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აშშ-სა და რუსეთს შორის ძალიან მაღლა იდგეს.
“ჩვენ დღის წესრიგი გვქონდა ძალიან მკაფიო. პრემიერმა ძალიან მკაფიოდ გაშალა ის საკითხები და პრობლემები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. პირველ რიგში, ეს ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესის განახლებას. პრემიერი განსაკუთრებით ვიცე-პრეზიდენტთან და პრეზიდენტთან ყველა შეხვედრაზე ამის ხაზგასმას ახდენდა. ასევე, 11 კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზოლის გადმოწევის პრობლემა ძალიან დეტალურად იყო განხილული როგორც სენატორებთან, ასევე აშშ-ს პრეზიდენტთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის რეაქციები იყო ძალიან პრინციპული, რომ აშშ-სთვის მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება საოკუპაციო ხაზების გავლების მიზნით მავთულხლართებისა და ღობეების მშენებლობა. პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ ეს საკითხი იყოს ძალიან მაღლა დღის წესრიგში აშშ-სა და ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს შორის”, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერის შეხვედრას ბარაკ ობამასთან და ჯო ბაიდენთან, როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ძალიან მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბდა.
“არ იყო სრულიად მოულოდნელი, რომ ბარაკ ობამა დაესწრებოდა შეხვედრას. გარკვეული ინფორმაცია წინასწარ გვქონდა. როდესაც შეხვედრა დაიწყო ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, იყო მოლოდინი, რომ გადაიზრდებოდა შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტთან. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მოულოდნელი არ იყო. თუმცა, მიუხედავად ჩემი გამოცდილებისა, იყო მოულოდნელობის ეფექტი, როდესაც ოთახში შემოვიდა აშშ-ის პრეზიდენტი. ბაიდენთანაც და პრეზიდენტთანაც ძალიან გულწრფელი, ძალიან გულახდილი და მეგობრული ატმოსფერო ჩამოყალიბდა. ამას ნათლად მიუთითებდა მათი დამოკიდებულება საქართველოსადმი. ისტორიას არ ახსოვს, რომ თუნდაც სტრატეგიულად პარტნიორი ქვეყნის, სამი თვის დანიშნულ პრემიერთან ჰქონოდეს შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ასეთი პრეცედენტები პრაქტიკულად არ არსებობს”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები