საქართველოს პრეზიდენტს თურქეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

  საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ რწმუნებათა სიგელი გადასცა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს, მათ შორის იმ პროექტებს რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს თურქეთის რესპუბლიკიის დიპლომატიურ მისიასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები