“მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის შედეგი” – ცესკო
“მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები დასრულდა – უკვე დათვლილია ყველა საარჩევნო უბნის (3 061 უბნის) შედეგი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე results.cec.gov.ge”, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“როგორც გუშინდელმა დღემ აჩვენა, მეორედ, ამჯერად უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება წარმატებით განხორციელდა და პირველადი შედეგების გამოცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის დასრულებიდან სულ რაღაც საათსა და 25 წუთში შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიურ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა და არცერთ უბანზე არ გამხდარა საჭირო კენჭისყრის ტრადიციული მეთოდით გაგრძელება.
მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის, არჩევნების მოდერნიზების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების შესახებ. ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ჯამურად, შესულია 25 საჩივარი, საჩივრები ძირითადად შეეხება: ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის შენობის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ. დეტალური ინფორმაცია საჩივრების შესახებ განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, საჩივრების რეესტრში.
ასევე შეგახსენებთ, რომ კანონით დადგენილ ვადებში ყოველ საარჩევნო ოლქში გადაითვლება ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით გამოვლენილი 5 საარჩევნო უბანი, როგორც ტექნოლოგიური, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში.
წარმოგიდგენთ დედაქალაქის პროპორციულ შედეგებს, ასევე, თბილისისა და დანარჩენი თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნების წინასწარ შედეგებს.
თბილისი პროპორციული
1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ 3081 ხმა, 1.019 %
3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 13025 ხმა, 4.308 %
5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 1770 ხმა, 0.585 %
7 „თავისუფალი საქართველო“
2711 ხმა, 0.897 %
8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 3255 ხმა, 1.077 %
9 ძლიერი საქართველო-ლელო
30050 ხმა, 9.938 %
11 „საქართველო“
977 0.323
12 მწვანეთა პარტია 1932 ხმა, 0.639 %
14 „სახალხო ხელისუფლება“ 803 ხმა, 0.266 %
25 „გახარია საქართველოსთვის“ 9673 ხმა, 3.199 %
36 გირჩი 23275 ხმა, 7.698 %
41 ქართული ოცნება 211814 ხმა, 70.052 %
თბილისი მერი
1 თეიმურაზ ბოკელავაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“ 2364ხმა, 0.787 %
3 ზურაბ მახარაძე „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 12311 ხმა, 4.099 %
7 კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო“ 4401 ხმა, 1.465 %
8 ოთარ ჭითანავა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2678 ხმა, 0.892 %
9 ირაკლი კუპრაძე ძლიერი საქართველო-ლელო 36863 ხმა, 12.274 %
11 გიორგი ლილუაშვილი „საქართველო“ 1357 ხმა, 0.452 %
12 გიორგი გაჩეჩილაძე მწვანეთა პარტია 2353 ხმა, 0.783 %
36 იაგო ხვიჩია გირჩი 22935 ხმა, 7.636 %
41 კახა კალაძე ქართული ოცნება 215083 ხმა, 71.612 %
რუსთავი მერი
25 თამარ კეკენაძე „გახარია საქართველოსთვის“ 2730 ხმა, 8.028%
41 ნინო ლაცაბიძე ქართული ოცნება 31276 ხმა, 91.972 %
ქუთაისი მერი
11 გიორგი ამაღლობელი „საქართველო“ 2767 ხმა, 6.276 %
25 პაატა ზაქარეიშვილი „გახარია საქართველოსთვის“ 3544 ხმა, 8.038%
41 დავითი ერემეიშვილი ქართული ოცნება 37779 ხმა, 85.686%
ფოთი მერი
41 ბექა ვაჭარაძე ქართული ოცნება 14545 ხმა, 100 %
ბათუმი მერი
1 თამარ მიქელაძე
„მამული, ენა, სარწმუნოება“ 1246 ხმა, 2.343 %
5 ზვიად კვირიკაძე „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ 2251 ხმა, 4.234%
25 გოჩა გუგუნავა „გახარია საქართველოსთვის“ 5505 ხმა, 10.353 %
41 გიორგი ცინცაძე ქართული ოცნება 42876 ხმა, 80.638%
42 კახაბერ ცისკარიძე დამოუკიდებელი 1293 ხმა, 2.432%