“ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ – ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი – მომავალი” – შალვა პაპუაშვილი

“დღევანდელი ადგილობრივი არჩევნები, რაც, ჩვეულებრივ, არ გამოირჩევა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობით, მთავრობის მიმართ ნდობის შესახებ რეფერენდუმად იქცა, რეფერენდუმად, რომელიც ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ ,,X” -ზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, 1,000,00-მა ადამიანმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას” მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორისაა თბილისის მერის, კახი კალაძისათვის მიცემული 200,000-ზე მეტი ხმა.

“ეს რიცხვები რეკორდულია “ქართული ოცნებისათვის” ბოლო ოთხ მუნიციპალურ არჩევნებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე თბილისში.

ჩვენ ეს არჩევნები ხალხთან ერთად მოვიგეთ – ხალხთან, რომელმაც ომს მშვიდობა ამჯობინა, უცხოელთა ბატონობას სამშობლოს ერთგულება არჩია, წარსულს კი – მომავალი. მადლობელი ვარ თითოეული ამომრჩევლისა და პირობას ვაძლევ მათ, რომ უფრო მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ერს, ჩვენს სარწმუნოებას და ჩვენს ქვეყანას.

რაც შეეხება უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალადობას, რომელსაც გასულ ღამეს რადიკალებმა მიმართეს, გპირდებით, რომ ამაზე დავწერ, და დავწერ ბევრს,” – წერს პაპუაშვილი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები