“გასული ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა” – ირაკლი კობახიძე

“გასული ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყანაში ჩვენ ვიხილეთ უკვე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეხუთე მცდელობა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა განეიტრალდეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა, რათა საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, ჩვენს ქვეყანას საბოლოოდ მოვაშოროთ ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმებიან შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებენ ამ ქვეყანას. იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისთვის გამოიყენება მაგალითად, სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი. არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიც არის მაგალითად „ფარი“, „ერთობა“ და ა.შ. ეს არის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა მეშვეობითაც, მათ შორის და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით, გასული ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა 100, 50, 150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არასწორია. 110-მა კაცმა არ შეიძლება, 1 100 000 კაცს გადაუკეტოს ქუჩა. მიზანი რა იყო ამ ყველაფრის. მიზანი იყო სახელმწიფოს, ეკონომიკის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ რაღაც მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა 1 100 000-ზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, რათა საქართველოში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები