„ჩვენი ხელი არის გაწვდილი ყველა მიმართულებით – იქნება ევროკავშირი თუ აშშ; ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები” – კობახიძე

“ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე საკმაოდ დადებითი განწყობა დაფიქსირდა მთელი რიგი ლიდერების, მაღალი რანგის ლიდერების მხრიდან. იყო განსხვავებული განწყობებიც, მაგრამ არაერთი მაღალი რანგის ლიდერის მხრიდან დაფიქსირდა ინტერესი ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. დაველოდოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ხელი არის გაწვდილი ყველა – იქნება ევროკავშირის, აშშ-ის მიმართულებით. ჩვენი სურვილია, გადავტვირთოთ ურთიერთობები და იმედია, შემხვედრი ნაბიჯები იქნება ორივე მხრიდან. განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირს, საიდანაც მეტი აგრესია მოდის ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ ქართველმა ხალხმა შარშან, წელს მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები