გეკა გელაძე კლინიკაში ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მოსანახულებლად მივიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე, ინგოროყვას კლინიკაში, ათონელის საპრეზიდენტო სასახლესთან განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებული სამართალდამცველის მოსანახულებლად მივიდა.
ადგილზე მინისტრი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ვაჟა სირაძესთან ერთად იმყოფება.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ერთი პოლიციელის მდგომარეობა საყურადღებოა.