“ეს არის შედეგი ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებდა” – გიორგი გაბუნია

“არჩევანი გაკეთდა არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ გაკეთდა არჩევანი იმისა, რომ ეს ადამიანები ემხრობიან ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში და უარს ეუბნებიან ყოველგვარ ექსტრემიზმს, რადიკალიზმს ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ  „იმედი LIVE“-ს  საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ განუცხადა.

მან “ქართული ოცნების” გუნდს გამარჯვება მიულოცა.

“პირველ რიგში, მინდა, მივულოცო ჩვენს ძალიან მაგარ გუნდს გამარჯვება. საზოგადოების მართლაც უპრეცედენტო ნდობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. პრაქტიკულად, 80-20-ზე შეფარდებით მართლაც საოცარი შედეგი ვნახეთ. პრინციპში, ეს არის შედეგი ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებდა. მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვება. მინდა მივულოცო თითოეულ მერს, თითოეული საკრებულოს წევრს არჩევნებში გამარჯვება. ვუსურვო მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების ეს ძალიან მაღალი ნდობა, რომელიც გახლავთ ერთგვარად პატივიც და პასუხისმგებლობაც, მეტი ენთუზიაზმით, მეტი შემართებით იქნება გამართლებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ის მთელი რიგი პროექტები და პროგრამები, რომლების პრეზენტაციაც მოხდა ამომრჩევლების წინაშე, შესრულებული იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ძალიან მაღალი აქტივობა იყო. მინდა თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს უღრმესი მადლობა გადავუხადო და ყველა ამომრჩეველს, ვინც მივიდა არჩევნებზე იქიდან გამომდინარე, რომ აქ არჩევანი გაკეთდა არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, არამედ გაკეთდა არჩევანი იმისა, რომ ეს ადამიანები ემხრობიან ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში და უარს ეუბნებიან ყოველგვარ ექსტრემიზმს, რადიკალიზმს ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება მშვიდი, ჯანსაღი პოლიტიკური გარემო და პროცესი“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები