“დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივი ხულიგნების ბრბო; ვინც კანონს არღვევს და სამართალდამცველის წინააღმდეგ ხელს აღმართავს, აქ იქნება უმკაცრესი პასუხი” – გიორგი გაბუნია

“ჩვენ ვხედავთ იმავე სახეებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, რომლებსაც ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნება. მაგრამ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს ადამიანები”, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE” ისაუბრა.

„მილიონობით დოლარი, ევრო ან შეიძლება ლარი დაიხარჯა ამ ადამიანების რებრენდიგში. ხან „ახლები“დაირქვეს, ხან ვარცხნილობა შეიცვალეს, ხან სათვალე მოირგეს, მაგრამ არაფერმა უშველათ, რადგან საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს. დღეს ვნახეთ ჩანაწერი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ჩვენ რა დაგვავიწყდა ბაჩო ახალია ვინ იყო?! არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი, რომელიც ბაჩო ახალაიას ჩადენილი არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ რა ძალა იბრძვის ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.

საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გასცდებოდა კანონის ჩარჩოებს, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნებოდა უმკაცრესი.

დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივი ხულიგნების ბრბო. ვინც კანონს არღვევს და ვინც სამართალდამცველის წინააღმდეგ ხელს აღმართავს, აქ იქნება პასუხი უმკაცრესი. მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო ჩვენს გმირ პოლიციელებს და მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები