დავით ჩიხელიძე: ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოტყუებული დატოვა საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი მხარდამჭერებისთვის კონკრეტული და რეალური პერსპექტივის შეთავაზება ვერ შეძლო

აქცია და არჩევნები ზუსტად იმ შედეგით დასრულდა, რასაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ელოდა, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოტყუებული დატოვა საკუთარი ამომრჩეველი.

„აქცია და არჩევნები ზუსტად იმ შედეგით დასრულდა, რასაც საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ელოდა. ეს იყო ლოგიკური გაგრძელება იმ რეალობისა, რომელიც ქვეყანაში ჩამოყალიბებული – მოსახლეობამ კიდევ ერთხელ აირჩია სტაბილურობა, მშვიდობა და განვითარების გზა.

არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას: აბსურდამდე მისული სიბრიყვეა იმის ფიქრი, რომ „რევოლუცია“ ორ საათში იწყება და მთავრდება. ეს არ არის უბრალოდ მიამიტობა – ეს სიდებილე და იდიოტიზმია!

ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოტყუებული დატოვა საკუთარი ამომრჩეველი. მათ გაუჩინეს მოლოდინი, თითქოს ყველაფერი ერთ დღეში და ერთი აქციით გადაწყდებოდა, ოპოზიციამ საკუთარი მხარდამჭერებისთვის კონკრეტული და რეალური პერსპექტივის შეთავაზება ვერ შეძლო.

დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ საზოგადოება გაცილებით უფრო გონივრულად, პასუხისმგებლობით და სიმწიფით უდგება ქვეყნის მომავალს, ვიდრე ის პოლიტიკოსები, რომლებიც ემოციებითა და ცარიელი დაპირებებით ცდილობენ პროცესების მართვას“, – წერს დავით ჩიხელიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები