ყაველაშვილი – ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ; რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და მე მგონი ძალიან ღირსეულ პასუხს სცემს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება

პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებსაც განსხვავებული ხედვები აქვთ ამ ყველაფერთან და ნუ წარმოვადგენთ ისე, თითქოს ევროკავშირია ამ ყველაფრის წარმომადგენელი. ამ პროცესებს უნდა შევხედოთ. ჩვენ რა თქმა უნდა ღია ვართ, მაგრამ ვამხელთ კიდევაც, რომ ეს არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და მე მგონი ძალიან ღირსეულ პასუხს სცემს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები