მიხეილ ყაველაშვილი – აშშ-თან ურთიერთობაზე: წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო, ახლა შეიცვალა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის

”სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები, წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო, ახლა შეიცვალა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„იმ ღირებულებებზე, გამოწვევებზე, რაზეც დღეს არსებული ადმინისტრაცია საუბრობს, ამაზე ჩვენ წინასწარ ვსაუბრობდით. სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-ს ან ევროკავშირს. როცა ორმაგი სტანდარტი იყო მათი მხრიდან, რასაც დღევანდელი ადმინისტრაციაც ამხელს. უკვე საქილიკო გახდა, რომ რუსულის იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა. ჩვენ არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ გულწრფელები, მოქალაქეებს ვესაუბრებით, რა გვსურს, რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაცია უნდა აიღოს, სახელმწიფო მდივანმა. მზად ვართ დისკუსიისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები