სალუქვაძე ღირსების ორდენზე ცინცაძის უარს ეხმაურება – “თუ არ ცნობს ამ ხელისუფლებას, მაშინ ნუ ცნობს კალათბურთის ნაკრებს, კალათბურთის ფედერაციას, ფედერაციის ბიუჯეტს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს”
ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმიანება ფაქტს, რომ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა.
“ბევრმა დაწერა ამ ფაქტზე. არ მინდა, შეფასება მივცე. მხოლოდ ერთ ნიუანსს ავხსნი მისთვის და მათთვის, ვინც ტაშს უკრავს: თუ არ ცნობს ამ ხელისუფლებას, მაშინ ნუ ცნობს კალათბურთის ნაკრებს, კალათბურთის ფედერაციას, ფედერაციის ბიუჯეტს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ნუ ცნობს მთლიანად კალათბურთის დაფინანსებას, კალათბურთის დარბაზებს, სხვა ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რასაც ეს ხელისუფლება 12 წლის მანძილზე აკეთებს კალათბურთისთვის.
დანარჩენი ითქვა და დაიწერა”, – წერს სალუქვაძე.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების და ღირსების ორდენებით, ასევე, ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები.