“კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელიც იქნება მიღებული” – ვოლსკი

“კორუფცია ისეთი თემაა, კი არ უნდა დამალო, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, არამედ ღიად, ტრანსფარენტულად უნდა გამოიტანო საზოგადოების წინაშე ის ზომები, რომელიც იქნება მიღებული”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ჩვენ არ ველოდებით, რომ ეს კიდევ გაფართოვდება სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარი დანდობა კორუფციისა არ იქნება, ეს სახელმწიფოს ანგრევს, სახელმწიფოს საფუძვლებს ანგრევს. რასაკვირველია, საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ რეიტინგები ძალიან მაღალია საქართველოსი, მოწინავე ქვეყნებშია, უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანას კორუფციასთან ბრძოლის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენ ეს რეიტინგი უნდა შევინარჩუნოთ და არამარტო რეიტინგისთვის, არამედ სახელმწიფოს გადასარჩენად, მისი სტაბილურობისთვის საჭიროა, იყო მკაცრი, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია სამართლიანობა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები