გორდულაძე – ოპოზიციაზე: სასაცილო და კომიკური ადამიანები არიან, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს საქართველოს წინააღმდეგ
“სასაცილო და კომიკური ადამიანები არიან, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც კლასიკურ მაგალითებს წარმოადგენენ “დიფ სთეითის” მართული პირებისა, რომლის კამპანიებით ხდება ამ პრორუსულობის იარლიყის მიკერება. მათთვის მთავარია, რომ ადამიანები ეზიზღებათ, ეზიზღებათ ქართველი ხალხი და ხალხი, რომელიც ირჩევს ეროვნულ ხელისუფლებას, არა მხოლოდ “ქართულ ოცნებას” არჩეული ხელისუფლების სახით, არამედ მათ მხარდამჭერებსაც რუსი და რუსები უნდა უწოდონ. ამით უნდა შეეცადონ საზოგადოების გახლეჩა და შუღლი ჩამოაგდონ. მათ მიზანია, რომ შემდეგ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ”, – თქვა გორდულაძემ.