“რამდენიმე დღეში 3 ნაბიჯია, რომელიც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალა” – ხაინდრავა
“რამდენიმე დღეში 3 ნაბიჯია, რომელიც ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოსთვის მოიცალა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
„ფაქტობრივად, ტრამპმა მთელ მსოფლიოში პოლიტიკა თავდაყირა დააყენა. მარტო გუშინდელი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ძველი პოლიტიკური წესრიგი, რომელიც მსოფლიოში იყო, აღარ არსებობს. ჩვენ ვუყურებთ სამ რამეს: პირველი, მტრული აქტის გაჩერება და ფაქტობრივად ჩაგდება, მეორე – წვრთნების აღდგენა, რომელიც შეჩერებული იყო და მესამე – ტრიუმფალური აღიარება საქართველოს ელჩის. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ილუზიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრებს ჰქონდათ, დამთავრდა“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, „მეგობარი აქტის“ მიღება შეჩერებულია – სამი სენატორი „მეგობარი აქტის“ მიღებას ბლოკავს.