იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი უ.ბ. ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობით ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1978 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 1975 წელს დაბადებულ ვ.ხ.-ს და 1985 წელს დაბადებულ შ.ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ერთი მათგანი-ზ.ფ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უ.ბ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები