“ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი” – გორდულაძე

“ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ და პირადად პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ამავდროულად, სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული ამ კუთხით და მსოფლიოში საუკეთესო სამეულში შედიოდეს. გრძელდება შესაბამისად გამოძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ასეთი საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, იყოს ეფექტური. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ, ხელი არ წაუცდეთ იმ საზოგადოებრივი სიკეთისთვის, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტი და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი, მერკანტილური მიზნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი“,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო ნათესავი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები