„ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაიღეს, რათა საქართველოს თავისი წილი ვალდებულებები შეესრულებინა, მაშინ, როდესაც NATO-ს არაერთ წევრ ქვეყანას თავისი კონტინგენტი საერთოდ არ ჰყავდა წარმოდგენილი ან – რიცხობრივად გაცილებით უფრო ცოტა, ვიდრე ქართველი ჯარისკაცები იყვნენ,“ – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ დემოკრატიულ ცვლილებას, რომელიც აუცილებელია წევრობისთვის. ამავდროულად, ძალიან სამწუხაროა, როცა, საპირისპიროდ, ვისმენთ მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებს და არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. ქართველი ხალხის მოლოდინია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების საპირისპიროდ, უნდა იყოს გადადგმული სწორი ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება აღქმული, როგორც არასწორი და უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი“, – აცხადებს გორდულაძე.
ცნობისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წლებია საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის ბევრ ქვეყანაზე მეტს აკეთებს, თუმცა ორგანიზაციის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან.