„ჩვენ ველოდებით საქართველო-ამერიკის ურთიერთობის თვისობრივ განახლებას” – ირაკლი ქადაგიშვილი
„ჩვენ ველოდებით საქართველო-ამერიკის ურთიერთობის თვისობრივ განახლებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
” ამ მიმართულებით შეიძლება, ჩაითვალოს, რომ პირველი პრაქტიკული ნაბიჯია, რომ საქართველოს ეყოლება ახალი ელჩი აშშ-ში და აგრეთვე ველოდებით ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში, რაც ერთგვარ სამუშაო, ნაყოფიერ პლატფორმას შექმნის სწორედ ამ სტრატეგიული ურთიერთობების განახლებისთვის. ეს არის ის მოლოდინები და ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ამ მოლოდინის გზაზე კონკრეტულ იმედს გვაძლევს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს, აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.