ისრაელი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო უკრაინაში ისრაელის ელჩის მიხაილ ბროდსკის განცხადება კიევისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია ებრაულ გამოცემა Ynet-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ისრაელს უკრაინისთვის ასეთი სისტემები არ გადაუცია“, – განაცხადეს სამინისტროში Ynet-ის კითხვის საპასუხოდ.

ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთმა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ისრაელისგან განმარტებები მოითხოვა, რამაც ოფიციალური უარყოფა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები