სურამი-ხაშურის დამაკავშირებელ წრესთან, მიკროავტობუსი, რომელსაც ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ანუ უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.