ლევან იოსელიანი – უმრავლესობას: შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ

,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო – სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, ანგარიშში ბევრი პოზიტიური საკითხია შესული, თუმცა პარლამენტში, დეპუტატების წინაშე მან ყურადღება პრობლემებზე გაამახვილა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მგონი, უამრავი მაგალითია. ანგარიშს თუ ნახავთ, იქ მითითებულია ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. არის ანგარიშში კონკრეტული შემთხვევები. შემიძლია დავასახელო იმ ჟურნალისტების გვარები, რომლებიც აქციების დროს დაზიანდნენ. რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო პოზიტიურ საკითხებზე. ანგარიში 400 – გვერდიანია, დაახლოებით 30-ჯერ აბზაცი იწყება, რომ „მისასალმებელია“, „დადებითად ვაფასებ“. მოხსენებაში ეს ნაწილები შეგნებულად არ გადმომიტანია და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. მე 500 გვერდს ხომ ვერ წავიკითხავ აქ და იმ მოკლე ვადაში, რაც მაქვს გამოყოფილი რეგლამენტით, ვცდილობ, რომ ყველაზე პრობლემურ საკითხებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამიტომ არის ძირითადად საუბარი პრობლემებზე. ეს მინდა იცოდეთ, თორემ, რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელშიც წინსვლაც არის, პოზიტივიც არის, მისასალმებელიც არის და ა.შ. ასე რომ, მე არ ვფიქრობ, სხვანაირად უნდა პოზიციონირებდეს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მგონი, ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი“, – მიმართა იოსელიანმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები