უკრაინაში საკვებსა და სასმელზე ფასები ერთ წელიწადში თითქმის მეოთხედით გაიზარდა

უკრაინაში საკვებისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22%-ზე მეტით გაიზარდა, – ამის შესახებ RBC-Ukraine ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინაში საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების საშუალო ფასი 2025 წლის მაისში გასული წლის მაისთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა“, – ნათქვამია RBC-Ukraine-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ფასების ყველაზე დიდი ზრდა კვერცხზე დაფიქსირდა – 86%-ით. რძის ფასები გაიზარდა 22%-ით, ბოსტნეულის – 35.4%-ით, ხილის – 33.5%-ით და პურის – 22.3%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები