მიხეილ სარჯველაძე პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პროფესიული განვითარების საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ექიმთა პროფესიულ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ასევე განიხილეს ის გზები და სამომავლო ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც საბჭოს საქმიანობა კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური გახდება.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე იმ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც პროფესიული განვითარების საბჭოს გააძლიერებს და მეტ გავლენას მოახდენს ექიმთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, ექიმებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები