სიღნაღის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ ფესტივალში, გამარჯვებული თეატრების დაჯილდოების ცერემონია სიღნაღის თეატრში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, I ადგილზე გავიდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახე” სპექტაკლით – „უკანასკნელი თოლია”, II და III ადგილებზე თეატრი “ანარეკლი” სპექტაკლით – “ასული” და თეატრი “არტ-დრონი” სპექტაკლით – “იცეკვე, დამძიმდა ფრთები”.

გამარჯვებულ დასებს ფულადი პრემიები გადაეცათ, რომელსაც თეატრის განვითარებისთვის გამოიყენებენ.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი საპრიზო ფონდი 20 000, 15 000 და 10 000 ლარია.

სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ყოველი წლის ივნისის დასაწყისში ტარდება და მისი მიზანი სახალხო თეატრების მხარდაჭერაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები