„ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებას და ნატოს რესურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია” – გიორგი ვოლსკი

“საქართველოს ოჯახებმა გაიღეს მსხვერპლი იმისთვის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების თემა ყოფილიყო პრიორიტეტი და ჩვენ ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის, გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გვაკრიტიკებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებას და ნატოს რესურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კონსტიტუციაში არ აისახება. ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის დაშვება წინა ხელისუფლების მიერ, იყო სერიოზული გამოწვევა იმ საგარეო კურსისა, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჰქვია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები