„მეგობარი აქტი“ საქართველოში არსებულ ვითარებას აბსურდულ შეფასებას აძლევს” – ირაკლი ქადაგიშვილი

„მეგობარი აქტი“ საქართველოში არსებულ ვითარებას აბსურდულ შეფასებას აძლევს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ასეთი შინაარსის და რეალობას აცდენილი აქტები მიიღება ევროპარლამენტსა თუ კონგრესში.

“დოკუმენტში მოყვანილ თემებს რეალობასთან შეხება არ აქვს. ამ აქტის შინაარსი ე.წ. საპროტესტო მუხტისთვის გარკვეული იმპულსის მიცემაა. სენატი ამ კანონპროექტს განიხილავს თუ არა და დონალდ ტრამპი მოაწერს თუ არა ხელს, სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 6 მაისს „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები