ირაკლი კირცხალია გახარიაზე: ადამიანისგან, რომელიც 60 წამის შუალედში ცვლის თავის პასუხს და ჩვენებას, არ არის გასაკვირი, რომ რაიმე კლიპში ან განცხადებაში ტყუილი და დამახინჯებული ფაქტები მოვისმინოთ
,,ადამიანისგან, რომელიც 60 წამის შუალედში ცვლის თავის პასუხს და ჩვენებას, არ არის გასაკვირი, რომ რაიმე კლიპში ან განცხადებაში, სატელევიზიო სივრცე იქნება თუ სოციალური ქსელი, ტყუილი და დამახინჯებული ფაქტები მოვისმინოთ”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციებთან დაკავშირებით საუბრისას, გახარიას მორალური უფლება უნდა ჰქონდეს.
„როდესაც ზოგადად აქციებზე, აქციების მართვაზე და საერთოდ ამ კუთხით მმართველობაზე რაიმე განცხადების გაკეთებას დააპირებს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეს, რომ საერთოდ რაიმეზე ისაუბროს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში საპროტესტო აქციების ვიდეო კოლაჟი გამოაქვეყნა. გახარიას ვიდეოკლიპში არ მოხვდა 2019 წლის ივნისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები, როდესაც ადამიანები მძიმედ დაშავდნენ.