ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ინდოეთი და პაკისტანი რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ
ირანმა, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე, მხარეებს შუამავლობა შესთავაზა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და პაკისტანი ხელს შეუშლიან რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას. ჩვენს რეგიონს მშვიდობა სჭირდება, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ინდოეთში იმყოფება. ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და იგი ნიუ-დელიში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.