ლევან მახაშვილი: როდესაც მათ ქვეყანაში გარკვეული ქმედება არის შიდა ტერორიზმი, იგივე ქმედება ჩვენთან შეიძლება შეფასდეს, როგორც მშვიდობიანი პროტესტი, საქმე ასეთ ოქსიმორონთან გვაქვს

,,უთვალავი მაგალითი ვნახეთ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული ქმედება არის შიდა ტერორიზმი, იგივე ქმედება ჩვენთან შეიძლება შეფასდეს, როგორც მშვიდობიანი პროტესტი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი შალვა პაპუაშვილის Facebook-პოსტს, სადაც საუბარია იმ ორმაგ სტანდარტზე, რომლითაც ხშირად ესა თუ ის ქვეყანა ხელმძღვანელობს საქართველოსთან მიმართებით.

„საქმე გვაქვს ასეთ ოქსიმორონთან. არავის სიამოვნებს კრიტიკა და ეს არც ჩვენი პრინციპია. ჩვენ პრობლემებს ვხედავთ, რომლის უკანაც ხშირად დაფინანსებით ან პოლიტიკური მხარდაჭერით ეს ძალები და საელჩოები დგანან. ამიტომ, კითხვებს პასუხები სჭირდება ვისურვებდი, ამ ძალებმა პრიორიტეტები გაასწორონ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ურთიერთობები გადავტვირთოთ და კავშირები ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე გავაძლიეროთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები