ონისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლებს ეთერ თათარაიძე სტუმრობდა
ონისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლებს, ეთერ თათარაიძე სტუმრობდა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი მოსწავლეებს ქართული ზეპირსიტყვიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა, პირველი დავალებები მისცა და შემდეგ ჩასვლამდე დაემშვიდობა.
ფოლკლორის ცენტრმა ზეპირსიტყვიერების გაკვეთილები სალოტბარო სკოლებში წელს დაიწყო. პროექტი უნიკალურია იმ კუთხით, რომ დღემდე ზეპირსიტყვიერება ცალკე საგნად არ ისწავლებოდა.
ეთერ თათარაიძესთან შეხვედრის შემდეგ, Რაჭის სალოტბარო სკოლების კონსულტანტმა თორნიკე სხიერელმა, მოსწავლეებისთვის მასტერკლასი გამართა, რაც მივიწყებული რაჭული ფერხულის შესწავლას მოიცავდა.