ჩინეთი ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფებს 125%-მდე ზრდის

ჩინეთმა განაცხადა, რომ გაზრდის საპასუხო ტარიფს ამერიკულ საქონელზე 125%-მდე, რაც შეესაბამება თეთრი სახლის მიერ დაწესებულ ბოლო გადასახადს ჩინურ საქონელზე,- ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

მანამდე, ჩინეთს აშშ-სთვის 84-პროცენტიანი ტარიფი ჰქონდა დაწესებული. ჩინეთის სატარიფო კომისიამ განაცხადა, რომ 125%-იანი ტარიფი ძალაში შაბათს შევა.

პეკინმა განაცხადა, რომ თუ აშშ გააგრძელებს დამატებით ტარიფებს ჩინურ საქონელზე, ის მათ უგულებელყოფს.

ამასთან, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფები მისი მეორე ვადის განმავლობაში შეადგენს 145%-ს, და არა 125%-ს, როგორც ადრე იყო განხილული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები