ილია ინჯია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე: დღეს ახალ ისტორიას მოვისმენთ
,,დღეს ახალ ისტორიას მოვისმენთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა ილია ინჯიამ, დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიის წევრები დღეს, ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებს მოისმენენ.
„დღეს ახალ ისტორიას მოვისმენთ. მაშინ როდესაც პატარა ბავშვები იყვნენ, არასრულწლოვანები, დღეს უკვე ისინი უფროსები არიან, მოვლენ და თავიანთ ემოციებს და იმ მდგომარეობას მოგვიყვებიან, რისი გავლა მოუწიათ აფრასიძეებს. ბევრი ადამიანი იქნა დაბარებული და ბევრმა პასუხისმგებლობით შეხედა თემას, მოვიდა. ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ მოვიდნენ ისინი თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, რადგან შეიძლება ეს დისკომფორტი იყოს მათთვისაც“, – განაცხადა ილია ინჯიამ.