ალუდა ღუდუშაური: თითქოს, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ რის გამკეთებლები იყვნენ ის ბოროტები, თუმცა, მართლაც წარმოუდგენელია ის არაადამიანობა, რასაც სჩადიოდნენ და რასაც ჩვენ ვისმენთ

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელმა ახალგაზრდებმა ეს იცოდნენ, თუ ვის გვერდით დგანან. თითქოს, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ რის გამკეთებლები იყვნენ ის ბოროტები, თუმცა, მართლაც წარმოუდგენელია ის არაადამიანობა, რასაც სჩადიოდნენ და რასაც ჩვენ ვისმენთ. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდეს ის ბოროტება”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები