მახაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე უპრინციპო ადამიანები იყიდებიან ფულზე, პოლიტიკაში – პოლიტიკურ ფულზე
“უპრინციპო ადამიანები იყიდებიან ფულზე, პოლიტიკაში – პოლიტიკურ ფულზე”, – ამის შესახებ, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე “ლელოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის არგამოცხადების საკითხს გამოეხმაურა.
“სწორედ ამას ვუყურებთ და ვხედავთ, როდესაც ადამიანი თავის დროზე პოლიტიკაში მოვიდა, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ ლოზუნგებით და დღეს, გადავიდა იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც ცნობილი იყვნენ მსგავსი ტიპის დანაშაულებით. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სწორედ ამიტომ არ აქვთ ამ ადამიანებს საზოგადოების მხარდაჭერა. საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს და ვისაც არ ახსოვს, მათ შორის მედიითაც ძალიან კარგად შეიძლება შევახსენოთ, რას ლაპარაკობდნენ ისინი რამდენიმე წლის წინ და დღეს როგორ შეატრიალეს თავიანთი საუბარი”, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.