მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი გაწვრთნილი იყო სხვა ქვეყნის ინტერესების საქართველოში გატარებაზე, შემდეგ ჩაიყვანეს უკრაინაში, რომ ეს გამოცდილება ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა
“სააკაშვილი, რომელიც გაწვრთნილი იყო, მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე და მას ატარებდა საქართველოში, ჩაიყვანეს უკრაინაში, რომ სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა”, – ამის შესახებ „იმედის კვირაში“ ჩართვისას დამოუკიდებელმა სასამართლო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„ამფეთქებელი როდის სჭირდებათ? აფეთქების დროს, მაგრამ აშენების დროს ის არ სჭირდებათ. მან თავისი საქმე შეასრულა, მისი ფუნქცია სხვა არ ყოფილა, მას ზუსტად ეს უნდა გაეკეთებინა და შემდეგ უნდა წასულიყო. შეიძლება თვითონ ვერ ხვდებოდა ამას, მაგრამ უნდა წასულიყო სხვა რამის ასაფეთქებლად. ის მერე უკვე საჭირო იყო საქართველოში, რადგან დაგეგმილი იყო უკრაინაში, რომ ეს ომი მოხდებოდა, მისი პროვოცირება ყველა ვარიანტში მოხდებოდა, როგორც 2008 წლის ომის პროვოცირება მოხდა აქედან და აქაც მოხდებოდა, ამიტომ ის უნდა წამოსულიყო და ის მეორე ფრონტი, რაზეც ვსაუბრობთ, სწორედ მისით უნდა დაწყებულიყო ეს არეულობები და ჩრდილო კავკასიის შეერთება. რუსეთის ზუსტად აქედან შეტევა, ეს იყო აქ მიზანი, რომელიც საბედნიეროდ არ გამოვიდა“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.