ანრი ოხანაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი მოადგილეებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს უწყებების მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და მათ საჭიროებებსაც გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები