“ეს არის ფონდები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით” – წილოსანი

“ეს არის ფონდები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით. ვხედავდით პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების დაზიანებას, ფიზიკურ დაზიანებას, კოქტეილის სროლას, პარლამენტის გადაწვას და ჯამში რევოლუციურ სცენარებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს”, –  ამის შესახებ „იმედის კვირაში“  ჩართვისას, ფონდებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის ერთ-ერთი შემომწირველი არის გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც 11 წლით პატიმრობა მიესაჯა და რომელმაც თაღლითურად დატოვა ქვეყნის ტერიტორია, ისევე როგორც თაღლითობა ჩაიდინა და ვფიქრობ, თუ ვინმე იცნობს ამ საქმის დეტალებს გარდა იმისა, რომ თავად სასამართლოს აქვს უკვე სასჯელი გამოტანილი, ალბათ არავის არ შეეპარება ეჭვი იმ დანაშაულში, რომელიც მან ჩაიდინა. ეს ფონდები ძირითადად ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს, რომელიც ლოკალურად საქართველოში გენერირებული არ არის. რა თქმა უნდა ეს არის კონკრეტული დაკვეთა საზღვარგარეთიდან.

მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენების შესახებ კანონი იქნება მიღებული და გარკვეულწილად გავასაჯაროვეთ ის აგენტურული ქსელი, რომელიც გარედან ფინანსდებოდა, ახლა მათ მოიფიქრეს გარკვეული დაფინანსების ალტერნატიული საშუალებები. ეს იყო თითქოსდა გულანთებული მოქალაქეების და ბიზნესების მხრიდან შემოწირულებები, რეალურად ეს არის „ნაციონალების“ და ამ რადიკალების მხარდამჭერი შემომწირველები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებდნენ იმ ექსტრემიზმს, რომელსაც ვუყურებდით. თითოეული ასეთი ფაქტი გვანიშნებს იმაზე, თუ რამხელა იყო გარედან ამ არეულობის მხარდაჭერის პროცესი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები