მიხეილ დუნდუა: კორუფციის აღქმების რეიტინგში საქართველო მსოფლიოში სახელმწიფოთაშორის 41-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა და ევროკავშირის ნატოს წევრ დაახლოებით 19 ქვეყანას უსწრებს

“კორუფციის აღქმების რეიტინგში საქართველო, მსოფლიო სახელმწიფოთა შორის 41-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა და ევროკავშირის ნატოს წევრ დაახლოებით 19 ქვეყანას უსწრებს”, – ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ კორუფციის აღქმების მსოფლიო რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი აღქმის ინდექსები ქვეყნდება და კვლევები ტარდება, კარგია რომ ადგილობრივ საზოგადოების ეკითხებიან და მათი გამოკითხვის საფუძველზე ხდება აღქმის ინდექსის ჩამოყალიბება.

“ჩატარდა გლობალური გამოკითხვა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, სადაც არის ეს რეიტინგი წარმოებული, მათ შორის საქართველოშიც და მოსახლეობა გამოიკითხა ორი მიმართულებით: რამდენად თვლიან, რომ ხელისუფლებაში კორუფცია არის გავრცელებული და რამდენად გავრცელებულია კორუფცია ბიზნესში.

სახელისუფლებო კორუფციისა და ბიზნეს კორუფციის შესახებ იყო საზოგადოების გამოკითხვა. ეს ორივე მიმართულება ფარავს ელიტური და ოლიგარქიული კორუფციის ასპექტებს და საქართველომ მიიღო ამ გამოკითხვის საფუძველზე საუკეთესო შედეგი. მსოფლიოში სახელმწიფოთაშორის 41-ე პოზიციაზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-16 ადგილზეა და ევროკავშირის ნატოს წევრ დაახლოებით 19 ქვეყანას უსწრებს. კარგი შედეგია იმისათვის, რომ ნათლად გამოჩნდეს თუ როგორ უყურებს ქართული ადგილობრივი საზოგადოება საქართველოში არსებულ პროცესებს, როგორ განიცდის, როგორ აღიქვამს მას.

როდესაც ასეთი აღქმის ინდექსები ქვეყნდება და კვლევები ტარდება, კარგია რომ ადგილობრივ საზოგადოების ეკითხებიან და მათი გამოკითხვის საფუძველზე ხდება აღქმის ინდექსის ჩამოყალიბება. არსებობს ისეთი ინდექსები, როდესაც სხვებს ეკითხებიან საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებით და ამ დროს სხვადასხვაგვარი პასუხია. რომელ საზოგადოებაშიც ტარდება გამოკვლევა, იმ საზოგადოებას უნდა ჰკითხო როცა აღქმას იკვლევ და შესაბამისად მიიღებ მსოფლიო რეიტინგსაც. ასე მოხდა საქართველოს შემთხვევაში, საქართველომ აჩვენა კარგი შედეგი“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები